მეჭიაური: ენმ ამ აქციით უფრო პოპულარიზაციას უწევს გაზპრომს

მე მივესალმები [სოკართან მოლაპარაკებას], მაგრამ ვარ იმ აზრზე, რაც მეტი ალტერნატიული წყარო გვექნება ენერგეტიკული, გაზის იქნება თუ ელექტროენერგიის მიწოდების, უფრო კარგია... სხვა მოლაპარაკებაც რომ არ ყოფილიყო, სოკართან ასე წარმატებული არ იქნებოდა ეს მოლაპარაკებები. უფრო პოპულარიზაციას უწევენ ისინი [ენმ] ამით [6 მარტის აქციით] გაზპრომს. მათი აქცია პირიქით დადებითადაც აისახება, ჩემი აზრით, გაზპრომის რეიტინგზე, მომხრეების რაოდენობაზე... იმისთვის რომ მაქსიმალურად შემცირდეს პოლიტიკური მდგენელი ამ ენერგომატარებლების, ამისთვის უნდა გვქონდეს ალტერნატიული წყაროები. მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან უნდა ვიღებდეთ ძირითადს... თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენთვის მისაღებ ფასად მივიღოთ ენერგომატარებლები, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ გვაქვს სხვა ალტერნატიული წყაროც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური გაზპრომთან და სოკართან მოლაპარაკებებზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები