კალაძე: ჩვენ გაზპრომს ვთავაზობთ - დავრჩეთ ძველი კონტრაქტის პირობებში

რაც შეეხება გაზპრომთან მოლაპარაკებებს, შემიძლია, გითხრათ, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული, ანუ ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ჩვენი ბოლო შეთავაზება. ჩვენ გაგაცნობთ შეთავაზების ბოლო პირობებს, რომელიც გააჟღერა ქართულმა მხარემ. ეს არის - დავრჩეთ ისევ იმ ძველ კონტრაქტის პირობებში, ანუ ისევ 10% ბუნებრივი აირი მივიღოთ ნედლეულის სახით. 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები