ლევან ვასაძე

ვასაძე: დასავლურმა ლიბერალიზმმა ყველაზე მეტი ბავშვი ატირა და აწყენინა

არასდროს ამდენი ოჯახი არ დანგრეულა, როგორც დასავლური ლიბერალიზმის პირობებში. არასდროს ამდენ ბავშვს, კაცობრიობის ისტორიაში, არ უტირია დედის და მამის გაშორებაზე. ყველაზე დიდი დანაშაული არის ბავშვის წყენინება. ყველაზე მეტი ბავშვი ატირა და აწყენინა დასავლურმა ლიბერალიზმმა იმიტომ, რომ სტატისტიკურად ყველაზე დიდი პროცენტი თავისუფალი არჩევანის დროში დატოვა უდედმამოდ

ლევან ვასაძემ საკუთარი მოსაზრებები დასავლური ლიბერალიზმისა და განქორწინების მაჩვენებელს შორის კავშირზე საქართველოს პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე დასწრებისას, გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ ვასაძის მტკიცების საპირისპიროდ, განქორწინების სტატისტიკური მაჩვენებლით, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა. ათას მოსახლეზე განქორწინების მაჩვენებლით, რუსეთს ბელორუსი მოსდევს.

კომენტარები