აბაშიძე-კარასინის ფორმატი

რატიანი: ივანიშვილი და კალაძე ლობირებდნენ რუსულ ინტერესებს

ნებისმიერი შეხება, ნებისმიერი ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს დღევანდელ მთავრობას შორის მთავრდება საქართველოს ნაციონალური ინტერესების დათმობით. ეს ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მოხდა. თუნდაც Gazprom-თან მიმართებით ივანიშვილი და კალაძე პირდაპირ ლობირებდნენ რუსულ ინტერესებს. ეს არის რუსული ინტერესების ლობირება. სწორედ ამიტომ გვინდა შევაჩეროთ ეს პროცესი. როგორც ჩანს, მთავრდება ერთი პროცესი და იწყება მეორე. არჩევნების წინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. საზგადოება უნდა იყოს ფრთხილად და ყოველ ფეხის ნაბიჯზე აკონტროლოს მთავრობა, რომელიც თმობს საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შესახებ.

კომენტარები