სტრასბურგის სასამართლო

უსუფაშვილი: შესაძლოა, მოსამართლეობის მსურველებისთვის სხვა შეფასებები დამეწერა

მე გამოვრიცხავ, რომ თეა წულუკიანი, რომ როგორც მინისტრი და როგორც პიროვნება, შეიძლება იყოს ჩართული, თანამონაწილე, რომელიმე პროცესის, რომელსაც შეიძლება მიეცეს შანტაჟის კვალიფიკაცია. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომლის ამოცანა იყო და არის სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარმომადგენლის შერჩევა, ამას ძალიან ბევრი ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, რომელიც, სიმართლე გითხრათ, ხანდახან საგონებელში მაგდებს. ნუთუ შეუძლებელია, რომ როგორმე, ხანდახან მაინც შევჯერდეთ იმაზე, რომ თამაშის წესები და კონკურენციის საკითხში წესები იყოს ნათელი და მერე ამ წესების შედეგებს დავემორჩილოთ ყველა, ვინც კმაყოფილი თუ უკმაყოფილო დავრჩით? მე რა შეფასებებიც ვნახე, მე პირადად, შესაძლოა სრულიად განსხვავებული შეფასებები დამეწერა, მაგრამ როგორ შეიძლება ყველაფერი იყოს ისე, როგორც მე მინდა? იქ არიან ადამიანები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილებები, რაღაც არგუმენტაციიდან გამომდინარე. ამიტომ, ან არ უნდა შევიდეთ თავიდანვე ამ პროცესში, თუ არ გვჯერა იმის, რომ იქნება კოლექტიური, ობიექტური აზრი, ან თუ შევედით უნდა დავემორჩილოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც არ მოგვწონს ან არ ვეთანხმებით.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევაზე.

კომენტარები