უსუფაშვილი პაპუაშვილზე: ამგვარ განცხადებებს რეაგირება აუცილებლად უნდა მოყვეს

ამგვარ განცხადებებს რეაგირება აუცილებლად უნდა მოყვეს, ეს არის გამოძიება თუ საკითხის შესწავლა, მე არ ვიცი. ჯერ ერთი, თემაა უკიდურესად დასაგმობი, არა იმ შემთხვევაში მხოლოდ, როდესაც ვინმე თანამდებობის პირს შეეხება. ზოგადად, თემაა ძირშივე ამოსაძირკვი და თუ ვინმე სადმე მსგავს ამბავს გამოამზეურებს, ეს უნდა იქნას ძალიან სწრაფად შესწავლილი, იმის მიუხედავად - ვინ სჩადის ამას. იმიტომ, რომ მე ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ საქმე გვაქვს არა სახელმწიფო-სახელისუფლო საცეცებთან, არამედ, სხვა ტიპის მოვლენებთან, იმიტომ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა გააჩინა იმის საშუალება, რომ მე და თქვენაც შეიძლება, ვიღაცა ფარულად გვწერს... იქედან, ისე რომ ვერ ვხედავთ... ასე რომ, ეს თემა უნდა იქნას ყველა შემთხვევაში გარკვეული და გამორკვეული, იმიტომ რომ ჩრდილი ადგება სახელწიფოს როგორც ბოროტმოქმედს, თუ მან ჩაიდინა, ხოლო თუ ასეთი რამ ხდება და ის ვერ ავლენს სხვა ბოროტმოქმედს, მაშინ - როგორც ბოროტებასთან არაეფექტურად მებრძოლს. ამიტომ, სახელმწიფო და სათანადო ორგანოები პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენ აქედან, თუმცა, არც ისეა საქმე, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება მივიღოთ როგორც დადასტურებული ფაქტი და თან როგორც მაინცდამაინც პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი რაღაცა. ამ ყველაფერში სიცხადე შეუძლია მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემას.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტაბულას კითხვაზე - "გიორგი პაპუაშვილმა თქვა, რომ მას უთვალთვალებენ და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება იგეგმება, ეს არ არის პირველი განცხადება, ამაზე საუბრობდა ნიკა გვარამია, ეკა მიშველაძე. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ტენდენცია არის საგანგაშო და უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება?"
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები