ფარული ჩანაწერები

პაპუაშვილი: თეა წულუკიანი ვერ იტანს, რომ ვარ დაუმორჩილებელ თანამდებობაზე

თეა წულუკიანი ვერ იტანს, რომ ვარ ამ თანამდებობაზე - დაუმორჩილებელი სტრუქტურის დაუმორჩილებელ თანამდებობაზე. ახლა გამჟღავნდა, ბრჭყალები გახსნა.. ფარული ჩანაწერი უკავშირდება იმას, რომ თითქოს რაღაც სიტყვებს ვხმარობ შეზარხოშებული და მთლად ადეკვატურად არ ვიქცევი. არ არის ეს ინტიმური კადრები, რაც აინტერესებდა საზოგადოებას. ფოტომასალას რაც შეეხება, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, რაიმე ისეთი მაკონტროლებელი ბუნებაში არ არსებობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებაზე.

კომენტარები