ნადია სავჩენკო

გოცირიძე: ნადია სავჩენკოს ის ძალა აღმოაჩნდა, რაც ხშირად არ აქვს სახელმწიფოებს

ჩემთვის ეს გოგონა, ნადია სავჩენკო არის ჩვენი უსუსურობის და თან ჩვენი გამარჯვების ნიშანი, რამდენად პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს. ასეთი სურათი მეხატება, როდესაც ამ გოგოზე ვფიქრობ - ეს არის ბიბლიური დავითი, რომელიც გოლიათს ებრძვის. შორიდან რომ ვუყურებ, მგონია, ეს გოლიათი გადასანსლავს ამ ერთი ციდა მებრძოლს. მაგრამ არც მთლად ასე მარტივადაა ეს ცხოვრება. უბრალოდ, ხანდახან გული მეწურება, რომ ის ძალა, რომელიც ამ ერთ რიგით მებრძოლს აღმოაჩნდა, ძალიან ხშირად არ გვაქვს სახელმწიფოებს, მილიონობით ადამიანს და ვიწყებთ საუბარს, მწვანილი, ვაშლი როგორ გავყიდოთ, საზღვრების საკითხი... მესმის, რომ ეს ყოფით და სოციალურ პრობლემებს უკავშირდება, რუსეთთან ურთიერთობაზე როდესაც მიდგება ხოლმე საუბარი, მაგრამ ჩემთვის ამ გოგონას, ნადეჟდა სავჩენკოს არსებობა არის სინამდვილისთვის თვალებში ჩახედვა.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ტაბულას ეთერში, გადაცემაშ "თეორემა."

კომენტარები