კოალიცია ქართული ოცნება

კალაძე: თუ სამომავლოდ კოალიცია დაიშლება, ამაში საგანგაშო არაფერია

მე 2012 წლიდან ვამბობდი, რომ კოალიცია ქართული ოცნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ერთი მიზეზით, ერთი მიზნით შეიკრიბა. მისი მთავარი ამოცანა იყო სააკაშვილის ხელისუფლების ჩანაცვლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად, რაც მოვახერხეთ და გავაკეთეთ. თქვენ იცით, რომ კოალიცაიაში გაწევრიანებულია სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები. მაშინ განსხვავებული რეალობა იყო და დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. ამიტომ, ის, რომ შესაძლებელია, კოალიცია დაიშალოს სამომავლოდ, ამაში ტრაგიკული არაფერია, პირიქით, ეს არის ნორმალური პროცესი თუ ეს ასე მოხდება და საგანგაშო არაფერია. თუ ერთობლივად წარვსდგებით, ესეც პრობლემა არ არის და ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ერთობლივად, კოალიციურ რეჟიმში წარვსდგეთ არჩევნებზე.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გადაცემა არჩევანში.

კომენტარები