გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე: არსად გვითქვამს, რომ ვაპირებდით გაზპრომთან მონეტიზაციაზე თანხმობას

არსად გვითქვამს, რომ ვაპირებდით გაზპრომთან მონეტიზაციაზე თანხმობას. გაზპრომისგან იყო შემოთავაზება მონეტიზაციაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის იყო სიახლე და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია. თუ ჩვენი მხრიდან იქნებოდა თანხმობა მონეტიზაციაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი პირობები იქნებოდა, რომ მიგვეღო მინიმუმ ის შედეგი, რა შედეგსაც ვიღებდით ტრანზიტის, ანუ ნედლეულის მიღების შემთხვევაში. ზუსტად ამიტომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამდენ ხანს, რომ გვქონდა მყარი პოზიციები, ხედვები, რომ ქვეყანას მიეღო მაქსიმალური შედეგი ამ სამ ფრონტზე გაშლილი მოლაპარაკებებიდან. დღეს ნამდვილად ვამაყობ, რომ მივაქციეთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგს. მივაღწიეთ იმას, რომ, მაგალითად, კომერციულ სექტორში, გაზგასამართ სადგურებზე ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირება იქნება 35-40 დოლარით, მივაღწიეთ იმას, რომ სოციალური გაზის ფასი იქნება გაცილებით ნაკლები. ეს არის იმ მოლაპარაკებების შედეგი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით. ძალიან დიდ პატივს ვცემთ აზერბაიჯანს, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე საკომიტეტო მოსმენაზე.

კომენტარები