გაზპრომთან მოლაპარაკებები

თოფაძე: თურქეთიდან რომ ნაგავი შემოაქვთ, იქ არაა ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?

საკითხს, რომ გაზპრომიდან მიგვეღო დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ხვალ შეიძლება, ირანიდან შემოვიდეს გაზი, კიდევ თურქმენეთიდან. ამაზე ააგეს საუბარი, რომ თურმე როგორ შეიძლება - რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და გაზპრომთან საუბარი არ შეიძლება. მწვანილის, ღვინის გატანა შეიძლება და თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? ნებისმიერი წარმატებული პროექტი, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება კრიტიკის ქარცეცხლში ხდება. გაიხსენეთ, რა ამბავი დაგვაყარეს სამ ხეზე. სამი ხე, რომელიც არც არავის წაუღია და მთელი ტყეები გაჩეხეს საქართველოში, მილიარდები გაიტანეს. გაიხსენეთ, რა ამბავი იყო სამ ხეზე - 2 კვირა დავკარგეთ პარლამენტში, როდესაც მილიარდობით გაიტანეს ჩვენი ტყეები.

დეპუტატი გოგი თოფაძე ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე.

კომენტარები