კახა კალაძე საკომიტეტო მოსმენაზე

კალაძე თარგამაძის განცხადებაზე: გამომგზავნი ბანკი არის "სულს ამოგხდით!"

გივი თარგამაძის განცხადებას მინდა, გამოვეხმაურო, რომ თითქოს ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე იქნა გადმორიცხული გარკვეული თანხები, რომლებიც მე მეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით, მე გავაკეთე გუშინ განცხადება. გუშინ, მოგვიანებით მე მომაწოდეს დოკუმენტაცია. ეს არის 2015 წლის 1 აპრილს გაკეთებული გადარიცხვა რუსეთის ფედერაციიდან. გამომგზავნი ბანკი არის სახელწოდებით "სულს ამოგხდით", თანხა 750 000 ამერიკული დოლარია. საქართველოში მიმღები ბანკი არის "ბოლო გაფრთხილება", გადმორიცხული არის საქართველოს პარლამენტის ანგარიშზე, გივი თარგამაძეა მითითებული. თანხის გამოყენების დანიშნულება არის "მახათების და ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის" და ამ დოკუმენტაციას გადმოგცემთ აუცილებლად.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე.

კომენტარები