ფარული კადრები

ლომჯარია კადრებზე: იმის თქმა, რომ ჯილდო დავაწესოთ არასერიოზული დამოკიდებულებაა

ეს მასალა ყველამ ვიცით რომ ინახებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. შესაბამისად ამ მასალაზე ხელი არ მიუწვდებოდა ყველას. ხელი მიუწვდებოდათ კონკრეტულ პასუხიმგებელ პირებს. ამ წრის დადგენა ძალიან მარტივი უნდა იყოს, არ უნდა იყოს რთული. აქედან გამომდინარე თქმა იმისა, რომ ჯილდო დავაწესოთ ვინ გაავრცელა, ეს ცოტა მე ვფქირობ რომ არ არის სერიოზული დამოკიდებულება. ყველამ ვიცით რომ ეს არის ვიწრო წრისგან გავრცელებული და მისი იდენტიფიცირებაც არ უნდა იყოს რთული. უბრალოდ ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს რომელბიც დღესაც მუშაობენ ალბათ ამ სისტემებში მოუწევთ რომ ხელი საკუთარი თავისკენ გაიშვირონ. რამდენად არის მზად, საქართველოს ხელისუფლება, რომ საკუთარ რიგებში ეძებოს ეს ადმაიანები და საკუთარ მხარდამჭერებშ ეძებოს ამას ალბათ დაგვანახებს მომავალი. 

სამართლიანი არჩვენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარია, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე.

კომენტარები