თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღაღანიძე: ვლადიმერ პაპავას გადადგომა სწორი, გააზრებული ნაბიჯი არ იქნება

როდესაც სტუდენტები ავტონომიურობას აპროტესტებენ, სწორედ აქ ჩნდება, რომ იწყებს მუშაობას გარე ძალები. ძალიან ძნელია, ამაზე საუბარი, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს. ალბათ, ხელისუფლება, სხვანაირად ძნელი წარმოსადგენია. გადადგომა რომ არაფერს არ შველის, უკვე ვნახეთ. რომ მოხსნა ბატონმა სოსომ კანდიდატურა, პრობლემა არ მოგვარდა, მოხსნა გიორგიმ კანდიდატურა, პრობლემა არ მოგვარდა. არავითარ შემთხვევაში ბატონი ლადოს გადადგომა არ იქნება სწორი, გააზრებული ნაბიჯი. ყველას კარგად გვახსოვს, რომ რექტორი გარკვეულ ზეწოლებს უძლებდა. მის უკან ახლა დგას აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც არ აყენებს იმ მოთხოვნას, რომ ის უნდა გადადგეს. რაც შეეხება სიღრმისეულ პრობლემებს, აქ რამდენიმე პლასტია. იქ არის პლასტი პრობლემების, რომელიც მოდის ჩვენი დამოუკიდებლობიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი გიორგი ღაღანიძე უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე ტაბულაში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები