თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საია: თსუ-ს დაცვის სამსახური და პოლიცია ეფექტურად ვერ ასრულებს მოვალეობას

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ თსუ-ის დაცვის სამსახური და პოლიცია ეფექტურად ასრულებს თავის მოვალეობას. იყო შეჭრის ფაქტი რექტორის კაბინეტში, რაც ეფექტურად ვერ აღკვეთეს. ასევე ჩნდება ეჭვები, როგორ ახერხებენ ერთი ჯგუფის წარმომადგენლები შენობაში შემოსვლას, მაშინ როცა მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ პრეტენზიები, რომ ვინც დატოვა შენობა დროებით, ის ვეღარ ბრუნდება. უფრო ეფექტურად უნდა გაკონტროლდეს, როგორ შემოდიან თსუ-ის შენობაში და დაცული იყოს თანაბრობის პრინციპი. ეს არის ცალსახად პოლიციის ვალდებულება. ასევე პოლიციის და, შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უსაფრთხოების ზომები იყოს მიღებული, რომ არ მოხდეს ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ან კაბინეტის დაკავება და ექსცესები უნივერსიტეტის შენობაში. უნივერსიტეტი არ არის შენობა, სადაც ტრადიციულად პოლიცია უნდა იყოს, მაგრამ რადგან მდგომარეობა გამწვავდა და დადგა ამის საჭიროება, პოლიცია აქ უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს ეფექტური და თავის ფუნქციას ასრულებდეს. სამწუხაროდ, გასული საათების განმავლობაში, ამას ექმნებოდა პრობლემა. შიმშილობა ადამიანების უფლებაა და მათ [თვითმმართველობის წევრებს] შეუძლიათ, მიმართონ პროტესტის უკდურეს ზომას. მაგრამ რექტორის კაბინეტის დაკავება უნდა იყოს თავიდან აცილებული და ამაზე პასუხისმგებელი არის უნივერსიტეტის დაცვა და პოლიცია.

საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები