საპენსიო რეფორმა

პრემიერი: პენსიონერების უზრუნველყოფა მოხდება ინფლაციის გათვალისწინებით

ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით, ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება. ჩართული არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ეს სისტემა გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით, ინდექსაციის პირობებში და ასევე ახალი დამატებითი, დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც უკვე მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება. მანამდე ჩვენ გვექნება საკანონმდებლო ცვლილებების, ინსტიტუციური ცვლილებების გაწერილი გეგმა. ეს დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსების სისტემას. ესაა დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებული დაგროვებითი სისტემა, რომელიც გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს მომავალი პენსიონერებისათვის. ეს სისტემა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას. პირიქით, არსებული საბაზისო საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად და საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების ინდექსირება მოხდება ინფლაციის კვალდაკვალ.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საპენსიო სისტემის რეფორმაზე საუბრობს.

კომენტარები