ოკუპაციის შესახებ კანონი

ზაქარეიშვილი: ოკუპაციის კანონის დარღვევა უნდა იყოს ადმინისტრაციული დანაშაული

ოკუპაციის კანონში ცვლილებები იყო ჩემი მხრიდან, ჩემი სამინისტროდან ინიცირებული. ამ ცვლილებებმა გაიარეს პირველი მოსმენა და მეორე მოსმენაზე გაჩერდა მიზეზთა გამო. მიმაჩნია, რომ ის ცვლილებები რომ განხორციელებულიყო და იმედია, ახლა მაინც განხორციელდება, მაშინ ეს საკითხი არ დაისმებოდა ეუთო-ს გენერალური ასამბლეის ჩატარებაზე თბილისში. ეს არ უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, ეს უნდა იყოს ადმინისტრაციული დანაშაული, უნდა გადაიხადოს ჯარიმა. როცა იხდის ჯარიმას, ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს კანონს. რად გვინდა ადამიანი გვყავდეს ერთი-ორი წლით ციხეში ჩასმული? არაფერს არ გვაძლევს ეს გარდა იმისა, რომ ვაჭმევთ და ვასმევთ.

შერიგების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპაციის კანონზე.

კომენტარები