კანონი ოკუპაციის შესახებ

ბოკერია ოკუპაციის კანონის შერბილებაზე: ეს არის სამარცხვინო დათმობა

ეს [ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაცია] არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება. ეუთოს ღონისძიების ჩატარება საქართველოში არის კარგი. მაგრამ თუ მივაჩვევთ ყველას, მათ შორის ჩვენს მოკავშირეებსაც, რომ თუნდაც მეტ-ნაკლებად ჩვენთვის სასარგებლო ღონისძიების გამო, ჩვენს პრაგმატულ და პრინციულ პოზიციებს ვთმობთ, ეს დაგვხვდება წინ ყველა მომავალი დისკუსიისას, როცა ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. პლუს, ამ ოკუპაციის კანონს, გარდა პრინციპული მნიშვნელობისა, აქვს პრაგმატული მნიშვნელობა. ჩვენ გვჭირდება, რომ ტურისტებმა, მათ შორის რუსეთიდან, იარონ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ახლა იქ სხვა პრობლემებია და ბევრი ტურისტი ისედაც ვერ ივლის, მაგრამ რაც ნაკლები ივლის დღეს იქ და რაც მეტი ივლის აქ, უხეშად რომ ვთქვათ, არის ჩვენი პრაგმატული ინტერესი. ეს ასეა და არაფერში გვჭირდება აქ ასეთი სამარცხვინო დათმობა. ჩვენი ქვეყნისთვის მავნებლურ ინვესტიციას აქვს ადგილი ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხრიდან, რომლითაც ჩვენს მდგომარეობას ასუსტებენ საერთაშორისო ასპარეზზეც და ქვეყნის შგინითაც. დაბოლოს, როცა კარასინის ამ შეურაცხმყოფელი განცხადებებზე, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან (მათ შორის იმათი მხრიდან, ვინც ითვლება პროდასავლურად კოალიციაში) საპასუხოდ გვესმის, რომ ერთი-ერთზე ჰგავს ეს განცხადებები ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული პრორუსული ძალების განცხადებებს და ა.შ კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ მარტივი კითხვა, კი მაგრამ, ამ ფონზე, ამ პრორუსულ ძალებს, გადასახადების გადამხდელთა ფულს რატომ აძლევენ? ეს ხომ დადგენილი ფაქტია, რომ ისინი პრორუსულ მედიას რეკლამის საფარქვეშ ფულს აძლევდნენ?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია გადაცემაში თეორემა

კომენტარები