ე.წ კოკაინის საქმე

ვაშაძე: შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით ფართოდ უნდა მოხდეს გამოძიება

 ძალიან საინტერესოა ამ საკითხის [ე.წ კოკაინის საქმის] გამოძიება. ვფიქრობ, რომ ფართოდ უნდა მოხდეს გამოძიება, ზოგადად შეწყალებებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ პოლიტპატიმრების ე.წ სიაში იყო ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი შეყვანილი, რომელსაც არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს. მნიშვნელოვანია რომ პარლამენტმა მოისმინოს ამ საკითხთან [ე.წ კოკაინის საქმესთან] დაკავშირებით ორივე მხარის პოზიცია, რადგან ეს ეხება მათ შორის პარლამენტის წევრებსაც და ამის შემდეგ უკვე საბოლოო პოზიცია უნდა ჩამოვაყალიბოთ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე, ე.წ კოკაინის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნასთან დაკავშირებით.

კომენტარები