ფარული ჩანაწერები

ხოშტარია: პირადი ცხოვრებით შანტაჟის დამკვიდრებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა

ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში რომ დამკვიდრდა პირადი ცხოვრებით შანტაჟი, ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელმაც არც ერთხელ, არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ გამოიძია; რომლის პირობებშიც ეს დამკვიდრდა, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ნორმა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან პოლიტიკური ბრძოლის ასეთი მეთოდების შეწყვეტას. გამოძიების იმედი ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ მათი ჩადენილი და დამკვიდრებული ფორმაა, თუმცა მათ უნდა დაინახონ საზოგადოებრივი პროტესტი, დაინახონ, რომ ის არ მიიღებს ასეთ ბინძურ მეთოდებს.

GRASS-ის თანადამფუძნებელი, ელენე ხოშტარია კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარული მიყურადების საწინააღმდეგო აქციაზე.

კომენტარები