ლარის დევალვაცია

გოცირიძე: ჩვენი მაგალითი არის ტიპიური სავალუტო კრახი

[სავალუტო ფონდის ცხრილით] ჩვენნაირი ქვეყნისთვის სავალუტო კრიზისი დაწყებიდან სადღაც წელიწადსა და ხუთი თვის შემდეგ მთავრდება. ინდუსტრიული ქვეყნებისთვის ეს კრიზისი გრძელდება სადღაც ერთი წელიწადი და ცხრა თვე. აქაც თავისებური დიფერენციაციაა, მაგალითად, როდესაც ვალუტები ეცემა ოც პროცენტამდე, მაშინ კრიზისიდან გამოსვლის პერიოდი უფრო სწრაფია, ხოლო თუ ეცემა ოც პროცენტზე მაღლა, მას სავალუტო კრახს ეძახიან. ჩვენი მაგალითი არის ტიპიური სავალუტო კრახი, სადაც ოც პროცენტზე მეტი დევალვაცია მოხდა. ასევე, ყველა ჩვენ მეზობელ ქვეყანაში.

ეკონომიკური განვითარების ფონდის დირექტორი რომან გოცირიძე გადაცემა თეორემაში.

კომენტარები