ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ქაოსი არ არის

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პირველი კვარტლის ხარჯვითი ნაწილი აბსოლუტურად გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მინდა, გითხრათ, რომ თვითონ ადმინისტრირების პროცესი ეფექტიანია, რადგან რეალურად, 1% მიდის მხოლოდ ადმინისტრირებაზე... აქ ქაოსი არ ყოფილა ნათქვამი, იყო მხოლოდ გარკვეული პროვაიდერების მიერ არაკეთილსინდისიერი მიდგომა პროგრამის მიმართ. გამკაცრდა კონტროლი, გარკვეულად უფრო სერიოზული კონტროლი მიმდინარეობს უკვე ჩატარებული სამუშაოს მიხედვით.

ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი ზურაბ ჭიაბერაშვილს პასუხობს.

კომენტარები