კელი: აშშ მოხარულია უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან პარტნიორობით

მოხარული ვარ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ამ შედეგით დასრულდა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი აღდგა. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, მე მის ტექსტს არ ვიცნობ, თუმცა მინდა დავაფიქსირო მკაფიო პოზიცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან პარტნიორობით. დღეს დილითაც მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი ავღანეთში ქართული ბრიგადის გამგზავრების ცერემონიალს, ეს გახლავთ ისეთი თანამშრომლობა საქართველოსი ნატოსთან რომელსაც მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატები და უნდა მიესალმებოდეს მთელი მსოფლიო და საერთაშორისო თანამეგობრობა.

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები