პირადი კადრები

კორძაია: არც ერთი ძლიერი ადამიანი უკანონო შანტაჟს არ უნდა დანებდეს

არც ერთი ძლიერი ადამიანი უკანონო შანტაჟს არ უნდა დანებდეს, ეს არის მარცხი. პირიქით, გაცილებით ძლიერი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი შანტაჟის მიმართ, თუ ვინმეს აქვს მცდელობა, ამ ფორმით მოახდინოს პროცესებზე გავლენა, რა თქმა უნდა, არავინ ამას არ უნდა დანებდეს. თავის პოზიციას ყველა თვითონ გამოხატავს, მე ახლა გამოვხატავ ჩემს საკუთარ პოზიციას, რატომ მთხოვთ, რომ ვიღაცების [თამაზ მეჭიაურის] პოზიცია შევაფასო?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე. მეჭიაურმა თქვა, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ჩანაწერები არსებობობს, უნდა გადადგნენ.

კომენტარები