პრეზიდენტი: საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას

შეძრწუნებული ვარ ქალაქ ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე, მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა, მათ შორის ბავშვების და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია. საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას პაკისტანელი ხალხის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პაკისტანში მომხდარ ტერაქტზე. ქალაქ ლოჰორში, ხალხით სავსე საზოგადოებრივ პარკში, აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები