პირადი კადრები

მეჭიაური: თუ კაცებში დადიხარ, ამომრჩეველი არ უნდა მოატყუო, ქალებში დავდივარო

ჩვენ, საჯარო მოხელეები, მოსახლეობის მიერ ვართ დაქირავებულები. თუ მკითხავენ, დადიოდი თუ არა ქალებშიო, პირდაპირ ვეტყვი, კი, დავდიოდი-თქო. ძმაკაცის ცოლებში არ დავდიოდი ზოგიერთებივით. ამას რომ ვეტყვი ამომრჩეველს, მერე მათი გადასაწყვეტია, ხმას მომცემენ თუ არა. მაგრამ, როცა ამომრჩეველს ატყუებ და ეუბნები, ქალებში დავდივარო, სინამდვილეში კი კაცებში დადიხარ, ეს უკვე არაა სწორი საქციელი. კი ბატონო, ვინც კაცებში დადის, შეიძლება იმასაც ჰყავდეს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ რატომ ატყუებ ამომრჩეველს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პირად კადრებზე, გაზეთ პრაიმტაიმთან ინტერვიუში.

კომენტარები