ვიზალიბერალიზაცია

ხიდაშელი: ფაქტია, რომ EPP-ის პრეზიდენტი დაწერილ ტექსტს კითხულობდა

ეს EPP-ის განცხადება არ არის, ეს არის მისი თავმჯდომარის განცხადება და ეს პრინციპულად განსხვავებულია, გამომდინარე იმ განწყობებიდან, რომელიც ჩვენ ვიცით სხვადასხვა ქვეყნებში ამ პარტიის წარმომადგენლებისგან, მათ შორის ევროპარლამენტის წევრი ამ ფრაქციის წამომადგენლებისგან. როდესაც კენჭისყრის საკითხი დადგება ევროპარლამენტში, იქ საქართველო ამ კენჭისყრას მოიგებს. ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, აბსოლუტურად მიკერძოებული და არაფერ კავშირში მყოფი რეალობასთან, არაფერ კავშირში მყოფი საქმესთან, რომელზეც კეთდება განცხადება. როდესაც მოდის EPP-ის პრეზიდენტი და დაწერილ ტექსტს გვიკითხავს და ჩემთვის სრულიად გაუგებარ ამბებს ერთმანეთთან აკავშირებს, მაგრამ გასაგებია, ეს მისი პოლიტიკური არჩევანია - ის საკუთარ პოლიტიკურ მეგობრებს უჭერს მხარს. ეს ძალიან ნორმალურია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის არის, რომ ევროპის სახალხო პარტიის ხმები ევროპარლამენტში გადანაწილდეს საქართველოს სასარგებლოდ. მე არ ვიცი ვისი დაწერილია ის ტექსტი, ფაქტი იყო, რომ დაწერილ ტექსტს კითხულობდა.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებაზე. ჯოზეფ დოლმა თქვა, რომ "ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით".

კომენტარები