ფარული მოსმენა

ძიძიგური: ეჭვი მაქვს, საპარლამენტო უმრავლესობას მედია და NGO-ები გვისმენენ

ჩვენ თვითონ ვართ უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში, პარლამენტის კედლებშიც კი ფარული მოსმენებისგან დაუცველი. ხშირად წავაწყდებით ხოლმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჩვენს პარტიულ, უმრავლესობის თუ კოალიციის შეკრებაზე სიტყვა-სიტყვით გადაცემულ რეპორტაჟებს. ანუ, ფარულ მოსმენას პირიქით, უმრავლესობის მიმართ ახორციელებენ ეჭვი მაქვს - გარკვეული არასამთავრობოები, ჟურნალისტები და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ფარული მოსმენები არ უნდა იყოს ქვეყანაში. ეს ეხება ხელისუფლებას და ხელისუფლებამ უკვე დაიცვა ეს წესი, ეს ეხება ასევე ყველას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური, ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები