უზენაესი სასამართლო

ბერაია: თოდუას მიერ ნათქვამი ფრაზები პრორუსული პარადიგმის გამოვლინებას ჰგავს

საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვება პრეზიდენტს, აქ სრულიად მისი პასუხისმგებლობა არის, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ამ პროცესში კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩართულობა ყველა დაინტერესებული მხარისგან, იქნება ეს მესამე სექტორი თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები. ჯერი პარლამენტზეა, ანუ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს წარდგენილი კანდიდატურა. ჩვენ აქტიურად ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ საკომიტეტო მოსმენებში, დავუსვათ ქალბატონ ნონა თოდუას კითხვები, კიდევ უფრო დამაზუსტებელი, თუმცა გუშინ მის მიერ ისეთი განცხადებები გაკეთდა, მგონი ამასაც უკვე აზრი ეკარგება. განსაკუთრებით ყურში მომხვდა ფრაზა, რომ "ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია რელიგიური დოგმატები ვიდრე სამართლებრივი თემები და ამ თემებზე რომელიღაცა ევროპელი ჩინოვნიკების დამოკიდებულება" - ერთგვარი პრორუსული პარადიგმის გამოვლინებას ჰგავდა ჩემთვის. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი გიორგი ბერაია ტაბულაში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები