კოალიციის დაშლა

უსუფაშვილი: პატივს ამომრჩეველს ვცემთ და ამიტომ გვაქვს ზოგ პარტიასთან ურთიერთობა

ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიისა და ჩემი ვალდებულება, რომ გვქონდეს ურთიერთობა იმ პარტიებთანაც, რომლის მოსაზრებებსაც არ ვიზიარებ, რომლის ლიდერიც არ მომწონს, რომლის ლიდერიც ძალიან ხშირად ძალიან ცუდ ამბებს კადრულობს, მაგრამ მე ვალდებული ვარ მასთან მქონდეს საქმიანი ურთიერთობა, რატომ? იმიტომ, რომ თუ ამ პარტიას და ამ ლიდერს ხმას აძლევს და მიყვება ჩემი თანამოქალაქეების რაღაც პროცენტი, არ ვიცი 7% თუ 17% მე პატივს ვცემ იმ მოქალაქეებს, ეს მოქალაქეები შეიძლება ჩემი მეზობლები იყვნენ, შესაძლოა ჩვენი შვილები ერთ სკოლაში დადიან, შესაძლოა ამ დარბაზში სხედან ის ადამიანები, რომლებიც ჩემს "მოსისხლე მტერს" უჭერენ მხარს. ვალდებული ვარ პატივი ვცე ამ ადამიანებს, ამიტომაც მაქვს ვალდებულება ურთიერთობა მქონდეს ამ პარტიის ლიდერებთან.

პირველ არხთან საუბარში ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

კომენტარები