ბლოსი:Lynden Management-ით იყიდა ივანიშვილმა Raptor Pharmaceutical-ის აქტივები

 კომპანია Lynden Management Ltd ივანიშვილის მიერ 2006 წელს ვირჯინიის კუნძულებზე იყო რეგისტრირებული. ეს ქვეყანა ე.წ ოფშორული ზონის ნაწილია, ამიტომაც იქ ბიზნესის კეთება პრაქტიკულად რეგულაციებისა და გადასახადების გარეშე იყო შესაძლებელი. 2011 წელს კი ვირჯინიის კუნძულებმა რეგულაციები გაამკაცრა, რის შედეგადაც ყველა კომპანიას გაუჩნდა ვალდებულება, რომ სახელმწიფოსთვის წარედგინა მისი მფლობელის შესახებ ინფორმაციები. Lynden Management Ltd- მა ეს მოთხოვნა 2012 წელს მიიღო, რომლის შემდგომ პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca 3 წლის მანძილზე ცდილობდა ვირჯინიის კუნძულების მთავრობისთვის ივანიშვილის პასპორტის ასლი წარედგინა, რაც კომპანიამ მხოლოდ 2015 წელს შეძლო. შედეგად კი გაირკვა, რომ კომპანიის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო, თუმცა მას აღნიშნული კომპანია ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა. ჩვენ კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინეთ, Lynden Management Ltd-ს  კავშირები ჰქონდა კომპანია Raptor Pharmaceutical- თან, რომელშიც ივანიშვილი ახდენდა ინვესტირებას. ეს სამწუხარო ამბავია, რადგან Raptor Pharmaceutical ბავშვთა ღვიძლის დაავადებების წინააღმდეგ ცდილობდა წამლის შემუშავებას, რაშიც ივანიშვილისა და სხვა მეწილეების მილიონები დაიხარჯა. თუმცა 2015 წელს კომპანიამ ცდების შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც წამალმა ტესტირება ვერ გაიარა. შედეგად მეწილეებმა და ბიძინა ივანიშვილმა თანხები დაკარგეს. ამ საქმეზე ივანიშვილმა Credit Suisse-ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. მისი [ბიძინა ივანიშვილის]მტკიცებით, კომპანიამ მისი თანხა არასწორად დააბანდა, ახლა კი ივანიშვილი სასამართლო პროცესით ცდილობს 100 მილიონი დოლარის დაბრუნებას. ჩვენ Mossack Fonseca-ს მასალების შესწავლით აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ Lynden Management Ltd-ის მეშვეობით იყიდა ივანიშვილმა Raptor Pharmaceutical-ის აქტივები. როგორც ვიცით, ამ საქმეზე ივანიშვილის ყოფილი ბანკირი უკვე ციხეში ზის. 

ჟურნალისტი დეივ ბლოსი Panama Paper-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობისას დეკლარაციაში კომპანია არ ჩაწერა, ტაბულა-სთან ინტერვიუში, გადაცემა თეორემაში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები