პაპასკირი: აფხაზებისთვის სამოთხის მოწყობა რუსეთის ინტერესებში საერთოდ არ შედის

 აფხაზები თავს თვლიან პირველი ხარისხის მოქალაქეებად, ყველა დანარჩენს კი მეორე ხარისხის მოქალაქეებად. დემოკრატია აფხაზისთვის მისაღებია მხოლოდ აფხაზებისთვის, ანუ პირველი ხარისხის მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება მეორე მომენტს, რომელმაც ძალიან სერიოზულად დაარტყა აფხაზეთს, რასაც ისინი ვერც წარმოიდგენდნენ, ეს იყო რუსეთის მიერ ყირიმის შეერთება. რუსეთის მიერ ყირიმის შეერთებამ განაპირობა ის, რომ რუსეთმა მთელი თანხები, რაც კი ჰქონდა გადაისროლა ყირიმში. აფხაზებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსები მათ ააყვავებდნენ, მთელ ფულს ჩადებდნენ აფხაზეთში, თუმცა მიიღეს რომ რუსეთმა ყირიმში ჩადო ფულები. ზუსტად ამიტომ შეუმცირეს დაფინანსება. ხაჯინბას მიერ არასწორად წარდგენილი პროექტი ამ შემთხვევაში, სხვა არაფერი არ არის, გარდა იმისა რომ რუსეთს უბრალოდ ფული არ რჩება. არც არაფერი სჭირდება უკვე. რუსეთს ამ მომენტისთვის საკუთარი მიზნები შესრულებული აქვს. საქართველო განეიტრალებული ჰყავს ამ მიმართულებით. აფხაზებისთვის სამოთხის მოწყობა რუსეთის ინტერესებში საერთოდ არ შედის, ყირიმი კი უკვე ოფიციალურად მისია, როგორც თვითონ თვლის. 

ისტორიკოსი თემურ პაპასკირი აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები