არჩევნები 2016

ალასანია უმრავლესობის პროექტზე: კანონმდებლობას ერთ ადამიანს არგებენ

ეს ძალიან ჰგავს სააკაშვილის დროინდელ ბოლო პერიოდს, როდესაც კანონმდებლობის, კონსტიტუციის და ყველაფრის მორგება მიდიოდა ერთი პიროვნების ირგვლივ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აქამდე არ გახსენებიათ ეს საკითხი და უფრო მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები. საარჩევნო სისტემის რეფორმა ჩააგდეს და ბუნებრივია, ეს უკავშირდება ერთი ადამიანის ირგვლივ კანონმდებლობის მორგებას.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, პრემიერმინისტრს არჩევნებამდე ორი თვით ადრე თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოუწევს. მას უფლება ექნება, მთავრობის მეთაურად დარჩეს და, ამავდროულად, საპარლამენტო საარჩევნო სიაშიც იყოს.

კომენტარები