Panama Papers

ვოლსკი Panama Paper-ზე: ივანიშვილს დასამალი და შესანახი არაფერი არ ჰქონია

ერთი რამ შემიძლია დავადასტურო, რომ არც არაფერი დასამალი, არც არაფერი შესანახი, მით უმეტეს ქართული საზოგადოებისთვის დასამალი, ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, არ ვარ კომპეტენტური. კომპეტენტური ვარ, ვთქვა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, პიროვნება, მისი პიროვნების მიმართ მუდმივად მიმდინარეობდა შეტევა. ეს ახალი არ არის. ვფიქრობ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით მისი საქმეც, მისი საკითხებისადმი დამოკიდებულება და არც დასამალი არაფერი არ ჰქონია.

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი.

კომენტარები