უზენაესი სასამართლო

ნონა თოდუა: მენანებიან სხვა ორიენტაციის მქონეები ამგვარი გადახრისთვის

რამდენიმე ადამიანი მყავს ნაცნობი, მათ შორის, სტუდენტებიც, რომლებსაც არა მხოლოდ ეტყობათ, რომ ამგვარი ორიენტაციის არიან, არამედ ტელევიზიით გამოვიდნენ მოძრაობა იდენტობის სახელით, განცხადებები გააკეთეს. ძალიან მიყვარს მე ეს სტუდენტები - შეიძლება, მეტად, ვიდრე სხვა. არიან ძალიან ზრდილობიანები, კაცთმოყვარეები, მოტივირებულები, სწავლობენ. მე მენანება ისინი ამგვარი გადახრისთვის, უბრალოდ. ყველა ადამიანს ხომ აქვს თავისი ნაკლი. მე ჩემი ნაკლი მაქვს, იმას თავისი ნაკლი აქვს. ყველა ადამიანს თავისი ნაკლი აქვს. მათი ნაკლი ეს არის. ამიტომ, თუ ამას გააცნობიერებენ, კარგი, მაგრამ ეს არის მორალური საკითხი. თუმცა, მოსამართლესთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნონა თოდუა კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები