Panama Papers

პუტინი: ოპონენტები ცდილობენ, შიგნიდან შეგვარყიონ და უფრო დამჯერები გაგვხადონ

90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ყველას მოსწონდა ჩვენთვის სხვადასხვა პროდუქტისა, ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნა და იმის კარნახი, რას თვლიდნენ ისინი საჭიროდ რუსეთთან მიმართებაში და შემდგომში ამის თავისი ინტერესებისთვის გამოყენება. ევროპასა და შტატებში მაშინაც იყვნენ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, ვინც ამბობდნენ, რომ არ შეიძლება რუსეთთან ასე მოქცევა, უნდა გავითვალისწინოთ მისი ინტერესები, ის ადრე თუ გვიან ფეხზე წამოდგება და კარგი იქნება, თუ ჩვენ მასთან მიმართებაში დაბალანსებულ პოლიტიკას გავატარებთ და მის ინტერესებსაც პატივს ვცემთ. თუმცა, ძირითადად ასეთ ადამიანებს არავინ უსმენდა.ჩვენი ოპონენტები საერთაშორისო არენაზე მონოპოლიას შეეჩვივნენ და არავის ინტერესების გათვალისწინება არ უნდათ. თუმცა, სირიაში ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთს პრობლემების მოგვარება არამხოლოდ სადმე მახლობლად რეგიონში შეუძლია, არამედ ჩვენგან მოშორებითაც. მაგრამ ეს მათთვის მთავარი არ არის. ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პრობლემები გვქონდა, გახდა უფრო დამოუკიდებელი, ასევე ჩვენი ეკონომიკა 2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, ეკონომიკის მოცულობა თითქმის ორჯერ გავზარდეთ.მაგრამ ჩვენს ოპონენტებს ეს იმდენად არ აწუხებთ, მათ ყველაზე მეტად რუსი ხალხის ერთიანობა და სოლიდარობა, ამიტომ ცდილობენ შიგნიდან შეგვარყიონ, რომ უფრო დამჯერები გავხდეთ. ამისთვის ყველაზე მარტივი საშუალება საზოგადოების შიგნით მთავრობის მიმართ უნდობლობის დანერგვა და ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზებაა. ეს პირველი მსოფლიო ომის დროს ნაცადი ხერხი იყო, ასე მიიყვანეს ქვეყნები დაცემამდე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი PANAMA PAPERS-ის საქმეზე

კომენტარები