პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს პოლონელ ხალხს, პრეზიდენტ კაჩინსკის ახლობლებსა და თანამებრძოლებს. პრეზიდენტი კაჩინსკი იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი გამორჩეული ევროპელი ლიდერი, ერთ-ერთი სიმბოლო საბჭოთა იმპერიის მიერ დამონებული ერების გათავისუფლების და სამშვიდობოს გაყვანისა. სწორედ პრეზიდენტ კაჩინსკის ინიციატივითა და მისი საპრეზიდენტო ლაინერით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს, თბილისში ჩამოვიდა ხუთი ევროპელი ლიდერი რომელთაც აგრესიის შეჩერებასა და საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გადარჩენაში შეტანილ წვლილს.
tbl.ge/v6q
დაკოპირდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი თანმხლები პირების დაღუპვის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 2010 წლის 10 აპრილს კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და კიდევ 96 ადამიანი - პოლონეთის მთავრობის, შეიარაღებული ძალებისა და მედიის წარმომადგენლები, რუსეთში ქალაქ სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფას შეეწირნენ.
ამავე თემაზე
- "არასასურველი პირია" - 27 წლის ფეხბურთელი, საქართველოს მოქალაქე პოლონეთში არ შეუშვეს
- პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს
- კატოვიცეს აეროპორტში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- "პოლონეთის მხარდაჭერა გვექნება" – ზბიგნიევ რაუ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
- გოშიევსკა: მემუქრებიან, რომ თუ სააკაშვილზე საუბარს გავაგრძელებ, საქართველოში არ შემომიშვებენ