ვასაძე: მყრალი ანტიდისკრიმინაციული კანონი არის დასავლეთთან ბარტერის შედეგი

არც ვიცი, დათმობებია თუ მართლა უნდათ ეს მყრალი ანტიდისკრიმინაციული კანონი, ეს სრულიად მიუღებელი ტოქსიკური ინიციატივები სკოლებში - მე და საზოგადოება... არ ესმით ანუ უგუნურები არიან თუ ცინიკოსები არიან და იჩუმათებენ იმას... მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, მე მესმის - რატომ კეთდება ეს. ეს არის ბარტერი [დასავლეთთან], რომ - მოგვეცით უფლება, სააკაშვილის ტერორი მოგვეცილებინა და სანაცვლოდ, გიკეთებთ ამეებს, რომ არ მოგვიწყოთ კიევის მსგავსი მაიდანი ან რაღაცა მსგავსი გადატრიალება და არ დააბრუნოთ ეს ტირანული რეჟიმი... მე უფრო მგონია, რომ ამას აქვს ადგილი, მაგრამ ძალიან მწყინს, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ - ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია და ბევრად მეტის მოთხოვნა შეგვიძლია დასავლეთისგან.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქართული არხის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები