ანტიდისკრიმინაციული კანონი

ვასაძე: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება შორიდან დაფინტვას მაგონებს

ერთს ვიტყვი, როგორც ბებერი ლელო-ბურთელი, რომ რეგბიში არის ეგეთი ტერმინი, შორიდან დაფინტვა ჰქვია, შორიდან მოტყუება, როცა მოწინააღმდეგე მორბის ბურთით და ისე ირჩევს სირბილის მიმართულებას, რომ სანამ შენამდე მოირბენს, უკვე მოტყუებული ხარ და მერე უკვე ახლოს რომაც ჩაგირბინოს, შეიძლება მიწვდე, მაგრამ ვეღარ შებოჭო იმიტომ, რომ თქვენი მოძრაობის ვექტორებმა გადაგღალა, დაგაბნია და გაგექცევა ნებისმიერ შემთხვევაში. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და მთელი რიგი ამ ინიციატივებისა მე, როგორც ლელო-ბურთელს, მაგონებს ამას. გამოგვფიტეს ამერიკელებმა და ევროპელებმა, გადაგვღალეს ამ დესპოტი სააკაშვილის მოშორებაზე ბრძოლაში, იმხელა რეიტინგითა და მადლიერებით მოვიდა და დღემდე საჯაროდ ვამბობ, მადლობელი ვარ, რომ ბიძინამ უსისხლოდ მოაშორა მიშა და რომ ფულს არ პარავს ქვეყანას და რომ არ ატერორებს ხალხს. ეს მართლა დიდი რაღაცაა, ჩვენს რეგიონში ბევრგან არაა. პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ, არ ვუჭერ მხარს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიციაა, ახლა რაღაცებს რომ ნელა აკეთებენ და ვიღაცა მოხელე შტერი ჰყავთ, ჩემთვის მეორეხარისხოვანია, მაგრამ იმდენად დაფიტულები შევედით ამ ახალ ეტაპში ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისა, რომ აი, ეს კუკლა გაგვიკეთეს და ეს კანონები მიაღებინეს. პარადოქსია რა, ამ ხელისუფლებამ, რომელმაც მოაშორა ის მკვლელი, კრიმინალური რეჟიმი, მიიღო უარესი კანონები, ვიდრე იმათ.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ქართული არხის ეთერში.

კომენტარები