მინდელი: ოფშორული კომპანიის შესახებ ცნობილი იყო ქართული პროკურატურისთვისაც

თვითონ შვეიცარული სამართალდამცველები იყვნენ დაინტერესებული ამ [ოფშორული] კომპანიის საქმიანობით, მიმდინარეობდა გარკვეული საკითხების შესწავლა და საქმე დაიხურა იმიტომ, რომ არ არსებობდა არანაირი შეკითხვები და დანაშაულის ნიშნები. თვითონ ამ კომპანიის თაობაზე ცნობილი იყო თავის დროზე შვეიცარიელებისთვის, მოგვიანებით, აუდიტორიული დასკვნები (კომპანია უყოველწლიურად გადიოდა შემოწმებას, ეს საჭირო იყო მისი პარტნიორებისთვის და ზოგადად, ინვესტორებისთვის) გადაგზავნეს საფრანგეთის სასამართლოში ექსტრადირების საკითხის განხილვის დროს, მერე გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, მითხრეს, რომ შემთხვევით აღმოჩნდა ჟურნალისტების ხელში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ საფრანგეთში გადაგზავნის შემდგომ, ეს მასალები, ჩვეულებრვი რეგულაციებით, ექვემდებარება გაცვლას ანუ ის გადმოგზავნეს საქართველოს პროკურატურაში. ანუ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ამ კომპანიის თაობაზე, ცნობილი იყო შვეიცარიელი, ფრანგი და ქართველი სამართალდამცველებისთვის... ფულის გათეთრება ან რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნები რომ არსებულიყო, დარწმუნებული იყავით, საქართველოს პროკურატურა არ დაიშურებდა ნამდვილად ძალისხმევას და იმ ხუთ საქმეს კიდევ ერთ საქმეს მოიუმატებდა, რომელიც კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ასე რომ, დღეს ხელოვნურად მოხდა ამ საქმის წამოწევა, ეს არის უბრალოდ, თემა შექმნილი არაფრისგან. ქართულ სივრცეში შეკითხვა გააჩინა არასწორმა თარგმანმა, მსუბუქად რომ ვთქვათ.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში პანამის დოკუმენტებზე საუბრისას.

კომენტარები