კვანჭილაშვილი: პანამის დოკუმენტები აღმოჩნდა დემოკრატიულობის საზომიც

ოფშორული ზონების დემონიზაცია ხდება სულ და ბუნებრივიც არის ალბათ. იქიდან გამომდინარე, რომ ის არ არის გამჭვირვალე, რაც არ არის გამჭვირვალე, იცი, რომ ის გაცილებით მეტ კითხვის ნიშანს სვამს. თუმცა, მეორეს მხრივ, ოფშორული ზონები რომ არ იყოს, გლობალური ეკონომიკის მუშაობისთვის მათ შორის გამოსადეგი, ის არ იარსებებდა და აკრძალავდნენ. რაც შეეხება პანამას დოკუმენტებს, ჩვენ მოგვწონს, არ მოგვწონს, ვენდობით, არ ვენდობით, ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პანამის დოკუმენტები, რაღაცნაირად, უცნაურად აღმოჩნდა მათ შორის რაღაცნაირად დემოკრატიულობის საზომიც. ჩვენ ვხედავთ, რა მოხდა ისლანდიაში, რა ხდება დიდ ბრიტანეთში - სულ მცირე ეჭვი, რომ პოლიტიკაში შესაძლოა, არსებობდეს ოფშორული ფული, აშკარად არის გამოძიების საბაბი.

ბიზნესკონტაქტის წამყვანი ელენე კვანჭილაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები