ქართული ოცნება

ბოკერია: მთავრობამ მოწინააღმდეგეები საკუთარი სუიციდის ხარჯზე დააზიანა

ეს შხამიანი, პათოლოგიური, არანორმალური გარემო შექმნა ამ კაცმა და მისი პოლიტიკური მარიონეტების გუნდა. ეს არის მუდმივი ტალახის და სიბინძურის სროლა, რომელიც ყველას აზიანებს, მათ ყველაზე მეტად, იმიტომ, რომ მათ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, მაგრამ ჯამში მთელს ვითარებას წამლავენ. როცა ასეთი ხალხი მოდის ასპარეზზე, ეს მძიმე კვალს ასვამს მთელს პოლიტიკურ ცხოვრებას, ამიტომ არის საკვანძო ოქტომბრის არჩევნები. ჩვენ უნდა დავდგეთ გაუმჯობესებული განვითარების გზაზე, სადაც პოლიტიკური ცხოვრება არ იქნება მუდმივი სიბინძურის, შხამის, ასეთი საბჭოთა და საზოგადოებისთვის ძალიან საშიში მეთოდების გამოყენების ყოველდღიური არე. ეს ხალხი არიან ისინი, ვინც შეძლო, რომ დაეზიანებინათ მოწინააღმდეგეები, ოღონდ საკუთარი სუიციდის ხარჯზე. ეს ციფრები არის პოლიტიკური თვითმკვლელობა. შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ შევარდნაძის პერიოდთან, რა ციფრებიც მახსენდება, ვარდების რევოლუციის წინ, ოღონდ ამჯერად საზოგადოება წინ წავიდა და არანაირი რევოლუცია არ უნდა იყოს. ამას წერტილი უნდა დავუსვათ დემოკრატიული არჩევნების გზით და დავიწყოთ მუშაობა სწრაფად იმაზე, რომ ამოვქაჩოთ რაც დავკარგეთ და წავიდეთ წინ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები