NDI-ის კვლევა

სესიაშვილი: შიდა კვლევებით, ჩვენი რეიტინგი საკმაოდ მაღალია

ღიმილისმომგვრელია. NDI-ის და IRI-ის კვლევებს ნდობას ვერ გამოვუცხადებ. შიდა კვლევებს ვატარებთ და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, თვითკმაყოფილები არ ვიყოთ, ჩვენი პარტიის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ვიტყოდი, რომ რამდენჯერმე უსწრებს სხვა ძალებს. რაც შეეხება მომავალს და პერსპექტივებს, დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია იმ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება, რომელსაც დღეს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ მაღალი რეიტინგით შევხვდებით არჩევნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი NDI-ის დღევანდელ კვლევაზე.

კომენტარები