კობახიძე: ჩემი მეუღლე ჩემს პოზიციას და გადაწყვეტილებებს არ აკონტროლებს

ძალიან აპოლიტიკური ადამიანია ჩემი მეუღლე. არანაირად არ ერევა ის ჩემს საქმიანობაში და ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თუ ჩემს პოზიციას ის არ აკონტროლებს. მითუმეტეს, არც არავის მისცემს იმის უფლებას, რომ ვიღაცა სწორედ მისით ეცადოს რაიმე მანიპულაციას ჩემს გადაწყვეტილებებზე. ასეთი რამ არ ყოფილა, არ მომხდარა. ნამდვილად ცუდია, თუ ვინმე ცდილობს, მეუღლის მეშვეობით იმოქმედოს მისი მეუღლის გადაწყვეტილებებზე.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ტაბულას კითხვაზე, ყოფილა თუ არა შემთხვევა, მისი პოზიციის ან გადაწყვეტილების გამო მისი ქმრისთვის მიემართათ. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ორმხრივ შეხვედრაზე უარი თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook-პოსტის გამო უთხრეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები