ქალთა უფლებები

ჩაფიძე: ქალები ძალიან მყარები ვართ, ჩვენზე გავლენას მარტივად ვერავინ მოახდენს

ასეთი შემთხვევები [რომ ვინმეს ჩემზე ზეწოლის მიზნით, ჩემი მეუღლისთვის მიემართა] იშვიათად მახსენდება. შეიძლება, იყოს რაღაც თხოვნა, კომუნიკაციის დამყარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რომ ზეგავლენა მოახდინონ რაიმე საპარლამენტო გადაწყვეტილებაზე, ასეთი ნამდვილად არ მახსენდება. ქალები ძალიან მყარი ვართ იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ვინმემ არ მოახდინოს ჩვენთან დაკავშირებით ზეწოლა. მე ეს ცოტა უხერხულადაც მიმაჩნია და მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ადამიანები ასე არ ფიქრობენ. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მდგრადი მორალური პრინციპების მქონე ადამიანები, ასე რომ, ასე მარტივად ჩვენზე გავლენას ვერავინ ვერ მოახდენს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე ტაბულას კითხვაზე, ყოფილა თუ არა შემთხვევა, მისი პოზიციის ან გადაწყვეტილების გამო მისი ქმრისთვის მიემართათ. ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ორმხრივ შეხვედრაზე უარი თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook-პოსტის გამო უთხრეს.

კომენტარები