არჩევნები 2016

სანიკიძე არჩევნების თარიღზე: იყო ხარვეზები, მაგრამ არა - მომაკვდინებელი

ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა, რომელიც ახსნის მთელ იმ პროცესს, რომელიც ამ ბოლო დროს გამოვიარეთ. კითხვის ნიშნები ჩემი მხრიდან არ რჩება. ვერ ვხვდები, რა კითხვის ნიშნები ისმება ზოგადად. გაუგებარი იყო მისი განცხადება? ვერ გავიგეთ, თუ რას ვკითხულობთ? ინფორმაცია, რომელიც ჩვენ, მთავრობის ყველა წევრს გვაქვს, არის იგივე, რაც განმარტა პრემიერმინისტრმა. გასაგებია, რომ იყო ხარვეზები. არ ვფიქრობ, რომ ეს არის მომაკვდინებელი ხარვეზი. ხარვეზები დროულად გამოსწორებულია და ჩემი აზრით, ყველაფერი დასაბუთებული და გამიჯნულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამ პროცესებთან დაკავშირებით ნამდვილად არ გაგვჩენია კითხვის ნიშნები.

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, დღეს პრემიერმა პრეზიდენტს განკარგულება შენიშვნებით უკან დაუბრუნა. გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, არჩევნების თარიღი ისეთ დროს წარადგინოს, რომ "გამოქვეყნება დაემთხვეს 8 ივლისს, რათა 3 თვე იყოს წინაასარჩევნო პერიოდის ვადა".

კომენტარები