NDI-ის კვლევა

თორნტონი: ადამიანები იმედგაცრუებულნი არიან მათი არჩეული თანამდებობის პირებით

მთავარი, რასაც ამ გამოკითხვის შედეგად ვიგებთ, არის ის, რომ ადამიანები იმედგაცრუებულნი არიან თანამდებობის იმ პირებით, რომლებიც მათ აირჩიეს. ისინი ვერ გრძნობენ მათთან კომუნიკაციას, მათ იმის განცდაც კი არ აქვთ, რომ შეუძლიათ, პარლამენტის შენობაში შევიდნენ. ეს მიუწვდომლობა განაპირობებს იმას, რომ ადამიანებმა არ იციან - ვის უჭერენ მხარს. აქედან გამომდინარე, ქართველების უმეტესობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს. ეს კი, ჩემი აზრით, არის მესიჯი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ გავიდნენ და ესაუბრონ მოქალაქეებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ, ეკონომიკაზე, დასაქმებაზე. მათ უნდა დაამყარონ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ვინც ამას შეძლებს, სწორედ ის იქნება წარმატებული პარტია ამ არჩევნებში.

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი.

კომენტარები