საქართველოს მთავრობა

პრემიერი: გუნდის მუშაობის წარმატებაზე პასუხისმგებლობას სრულად მე ავიღებ

გუნდი იმუშავებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი თანამედროვე, მომავალზე ორიენტირებული პროფესიონალი მოვიყვანოთ ამ გუნდში, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება პროცესი, გუნდური პროცესი, მაგრამ ამ გუნდის მუშაობის წარმატებებზე პასუხისმგებლობას სრულად მე ავიღებ, მე არასოდეს გამჭირვებია, მეთქვა - თუ რამე ვერ გავაკეთე. რა თქმა უნდა, არის რაღაც მიმართულებები, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრა, ყველა ასეთ მიმართულებას საკუთარი წინაპირობა გააჩნდა და არგუმენტი იმისა, რატომ მოხდა ან რატომ ვერ მოხდა. ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი რეგიონში მთლიანად, ეს იყო გამოწვეული უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით, სირიაში მიმდინარე მოქმედებებით. ამ რეგიონსი მთლიანად არის ძალიან მძიმე და მზაფრი გამოწვევი, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ.

 

კომენტარები