პრემიერის შეხვედრა მედიასთან

პრემიერი: შეძლებულ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი არ უნდა ჰქონდეთ

ეს არის ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა. ნებისმიერ პროექტს სჭირდება კორექტირება დროთა განმავლობაში და ასეთი კორექტირებები სჭირდება ამ პროექტსაც, იმისათვის, რომ თითოეული დახარჯული თეთრი იყოს უფრო ეფექტურად გამოყენებული. რაც ნიშნავს, რომ მათ, ვისაც მეტი საჭიროება აქვს, მიიღონ მეტი და თავად მოქალაქეებს, როლებსაც აქვთ საკუთარი ჯანდაცვის უზრუნველყოფის მეტი შესაძლებლობა, მიიღონ შედარებით მოკრძალებული პაკეტი. ნებისმიერი რეფორმა საჭიროებს დროთა განმავლობაში. მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. მე არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არამხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც საკუთარი საკმარისი შემოსავლები გააჩნიათ. ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი, იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები უზრუნველყონ ჯანდაცვის მომსახურებით, არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა. მეორე მხრივ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საშუალო და ნაკლები შემოსავლების მქონე ადამიანებზე უფრო ინტენსიური ჯანდაცვის პაკეტი გვქონდეს, ვიდრე დღეს გვაქვს.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან შეხვედრისას, ჯანდაცვის საყოველთაო პაკეტზე

კომენტარები