არაფორმალური მართვა

კალაძე: რატომ წავიდოდა ივანიშვილი, თუ ქვეყნის მართვა სურდა?

მინდა, გავიხსენო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობა. როდესაც მან მიიღო პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება, მაშინვე თქვა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა არჩევნებში და რამდენიმე წლის მერე ის თავისი ნებით დატოვებდა თანამდებობას. ბევრ ქვეყანაში ეს შეიძლება, სიახლე იყოს - როდესაც ხალხის მიერ არჩეული გუნდის ლიდერი თავისი ნებით ტოვებს პრემიერმინისტრის თანამდებობას. მარტივი კითხვაა - რატომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი, თუ მას ქვეყნის მართვის სურვილი ჰქონდა? სრულიად გაუგებარია და ლოგიკაში არ მოდის იმ ოპონენტების განცხადებები. საბედნიეროდ, ძალიან მცირე ჯგუფია, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს.

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე "იმედის" ეთერში.

კომენტარები